გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ

3-08-2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულია პატიმრის უფლება, ჰქონდეს სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. ეს უფლება გარკვეული ნორმებით რეგულირდება, დადგენილია ოდენობები ლიმიტების სახით და მეორეს მხრივ მოქმედებს ზოგადი წესი, რომლითაც მაგალითად დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეეზღუდოს პატიმარს სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობა,

კანონში ცვლილების განხორციელებით კი განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სატელეფონო საუბარი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. გარდა ამისა კანონპროექტის თანახმად, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ გავრცელდება მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930