გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

3-08-2021

კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, კომისიის მონიტორები 6 ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ჩაატარებენ.

თვისებრივი მედიამონიტორონგი შემდეგ მაუწყებლებზე განხორციელდება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია „იმედი", „მთავარ არხი" და ტელეკომპანია „პირველი".

მედიამონიტორიგნის თვისებრივ და რაოდენობრივ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს. მედიამონიტორინგის პროცესი კენჭისყრის დღეს დასრულდება.

მედიამონიტორინგს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის 30-მდე მონიტორი ჩაატარებს. მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტის, ორგანიზაცია „მემო 98"-ის აღმასრულებელი დირექტორის, რასტო კუზელის მიერ გადამზადდნენ. მონიტორინგის პროცესში მონიტორები წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდებიან. მაუწყებლების გარდა, მედიამონიტორინგი ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც ჩაუტარდება.

რა ვალდებულებები აქვთ მაუწყებლებს კანონმდებლობით, რა უნდა გაითვალისწინონ წინასაარჩევნო პერიოდის პროცესის გაშუქებისას და როგორ უნდა დაიცვან საარჩევნო პროცესის დროს კანონის მოთხოვნები - კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს წინასაარჩევნო პერიოდში საკანონმდებლო ვალდებულებები მედიამონიტორინგის დაწყებამდე წერილობით კიდევ ერთხელ შეახსენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031