3-08-2021
ჩვენ პრაქტიკულად ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ რეალობას, რომლის შემოსაღებაც მსგავს კვლევებს უნდა და ყოველი არჩევნების შემდეგ ვხედავთ განსხვავებულ სურათს ამ კვლევების, ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ იქნება იგივე, – მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კვლევები ყოველთვის არის მიკერძოებული და არასდროს არ ასახავს იმ სურათს, რა რეალობასაც ამომრჩეველი აძლევს ხმას და არჩევნების შემდეგ კვეთს ხოლმე სურათს.
„თბილისის მასშტაბით, კახა კალაძე არის ცალსახა ლიდერი, საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნება“ არის ცალსახა ლიდერი. ჩვენი კვლევებითაც. ეს სხვათა შორის ამ მიკერძოებულ კვლევაშიც ჩანს, იმიტომ რომ ალოკაციის გარეშე იქნა ციფრები გამოქვეყნებული და ალოკაციით ბევრად მაღალი იქნებოდა და ამ შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნება“ ცალსახა ლოდერია. და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს რომ ეს კვლევები ყოველთვის არის მიკერძოებული ბევრად მაღალი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.