3-08-2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოდან, გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი (მისამართი: მერაბ კოსტავას გამზირი №68ა)
აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ – RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 – საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით იყო შეჩერებული.