გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზეთში მძღოლები გაიფიცნენ-"დადიან ნასვამები, მოწეულები და პასუხს არავინ სთხოვს"

19-05-2018

აფხაზეთში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს.


ისინი მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვენ. ჯერჯერობით მგზავრებს ავტობუსები და ტროლეიბუსები ემსახურებიან, მაგრამ ისინი მგზავრთა ნაკადს ვეღარ აუდიან.


სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მგზავრობის ფასის 15 რუბლიდან (დაახლოებით 24 ცენტი) 20 რუბლამდე გაზრდას ითხოვენ, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავტომობილის მომსახურების ფასი გაიზარდა, და საწვავიც გაძვირდა.


ეს მოთხოვნა ახალი არ არის. ტარიფების გაზრდის საკითხს ისინი, უკვე მესამე წელია, აყენებენ. აპრილში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა ისევ მიმართეს ქალაქის ხელისუფლებას, მაგრამ იქ ტარიფის შეცვლაზე უარი განაცხადეს და მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მოიმიზეზეს.

მაშინ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა სიმბოლურად შეცვალეს ფასები. სოციალურ ქსელებში ამის გამო აღშფოთების გამოხატვა დაიწყო, რასაც ხელისუფლების რეაქცია მოჰყვა. ფასების პოლიტიკის დამრღვევ მძღოლებს ლიცენზიების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

ამის შემდეგ სამარშრუტო ტაქსები გაჩერდნენ.


სოციალურ ქსელებში მომხდართან დაკავშირებით აზრები გაიყო:


„ბატონი ჩინოვნიკები მარშრუტკებით არ მგზავრობენ. მათ მუქთა „ლექსუსები“ და საწვავი აქვთ”.


„მგზავრობის ფასის გაზრდის შემდეგ რამდენიმე წელიწადში რუბლი ორჯერ გაუფასურდა, ხოლო საწვავის ფასმა მოიმატა“.


“კერძო ტრანსპორტის ბაზარი ეს ბაზარი სტიქიურად შეიქმნა. მას თავისი წესები აქვს. ხელისუფლებას საკუთარი ტრანსპორტი არ გააჩნია და, შესაბამისად, კერძო პირებს კონკურენციას ვერ უქმნიან. ასე რომ, მათთვის წესების კარნახი არ გამოდის“.


„ხელისუფლება მძღოლებისგან მხოლოდ ითხოვს, პირობებს კი არ უქმნის“.


“პირობების შექმნა?! დადიან ნასვამები, მოწეულები, წესებს არ იცავენ, გატენილი მანქანის სალონით დაქრიან. თუკი ხელისუფლება არაფერს გააკონტროლებს, ვისაც რა უნდა, იმ ფასს დაადებს“.




jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031