გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკის ბერკლის და ავსტრიის უნივერსიტეტები ბათუმში სასწავლო პროექტებს განახორციელებენ

4-08-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამერიკის ბერკლის უნივერსიტეტის ელჩს, ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტებს შეხვდა.


მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბათუმში, საზაფხულო სკოლებში, 500 სტუდენტს გადაამზადებენ.


შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. დაიგეგმა თანამშრომლობა უმაღლესი განათლების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესორების ჩართულობის მხრივ.


ბათუმი, თავს იმკვიდრებს მსოფლიო რუკაზე როგორც განათლების ჰაბი. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ასევე, ბათუმში შენდება განათლების ქალაქი, რომელიც მოიცავს მათემატიკურ სკოლას, საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031