5-08-2021
მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების კუთხე გაიხსნა.
ღონისძიებას დაესწრო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი, რომელიც საქართველოში Agile Spirit 2021-ის დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
გენერალ-მაიორი ტომას კარდენი მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობებსაც გაეცნო, სადაც მას თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.
ქართული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა სარეაბილიტაციო ცენტრს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორგანიზებით გადაეცა. ღონისძიებას აშშ-ის საელჩოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები დაესწრნენ.