გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ISFED-ის ანგარიშზე: ესენი სააკაშვილის პარტიის სატელიტები არიან თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგით

6-08-2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:


„2020-ში ხმების პარალელურად დათვლის სამარცხვინოდ გამყალბებელმა ორგანიზაციამ, რომელმაც სააკაშვილის ოპოზიციის ხანმოკლე “ბოიკოტს” შეუწყო ხელი, მორიგი “ნაშრომი” შექმნა.


წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევა თურმე სავარაუდოა. ჯერ ცალკეული შემთხვევები აქვთ. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, დაწერენ, რომ სავარაუდოდ გაყალბდა. როგორც 2018 წელს, ეკა გიგაური & Co ავრცელებდნენ” ყალბი პასპორტების სავარაუდო დაბეჭდვის” სიცრუეს.


სავარაუდო ფაქტებს ანუ ტყუილებს კი, უპირისპირდება არაერთხელ დადასტურებული ფაქტები – ISFED-მა გააყალბა 2020 წ. PVT, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ოთხმა NGO – მ ფაქტების გარეშე, გაავრცელა დიდი ტყუილი ყალბ პასპორტებზე.


ესენი, სავარაუდოდ, კი არა და რეალურად სააკაშვილის პარტიის სატელიტები არიან თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგით“ - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930