10-08-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილიგაზეთის The Financial ორგანიზებით გამართულ „მწვანე ბიზნესფორუმს” დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სეპარირებული შეგროვების სისტემის აუცილებლობაზე და ნარჩენების გადამუშავების პერსპექტივებზე გაამახვილა.
„სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მწვანე ბიზნესინიციატივებზე საუბარი და მეტი კომუნიკაცია; ნებისმიერი ახალი ვალდებულების და სტანდარტის შემოღება კერძო სექტორისგან ინვესტირებას საჭიროებს. ამ მიმართულებით, სამინისტროს აქვს გეგმები, რომელიც მათ საქმიანობას წაახალისებს. მსგავსი ფორუმები, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის მონაწილეობით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს, რათა მოხდეს მეტი გარემოსდაცვითი ინიციატივის იდენტიფიცირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ფორუმის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ბიზნესის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავჯდომარე მაია ბითაძე, კომპანიის „არემჯი“ დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში, სანდრო დევიძე, და „ტოიოტა კავკასიის“ გარემოს დაცვის მენეჯერი, სალომე მშვილდაძე.