გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს სოფიკო ჭიაურელი 81 წლის გახდებოდა

21-05-2018

სოფიკო ჭიაურელის სახელი ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ამობეჭდილი.


ის 1937 წელს დიდი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 


დღეს სოფიკო ჭიურელის დაბადების დღეა. მას 81 წელი შეუსრულდებოდა.



1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.


1964-68 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრისა და   რუსთაველისთეატრის მსახიობი.



სოფიკო ჭიაურელმა თეატრალურ სცენაზე განასახიერა ჟანა დარკი , ანტიგონე, ივდითი, ანა კარენინა, დარეჯანი („კაცია ადამიანი"); კინოეკრანზე - ვარდო („ვერის უბნის მელოდიები"),   ტასია („რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), მზექალა („ხევსურული ბალადა"), ფუფალა („ნატვრის ხე"),   ნანო („დათა თუთაშხია") და სხვა უამრავი ლეგენდად ქცეული როლი.

 
სოფიკო ჭიაურელი ორჯერ გახლდათ გათხოვილი: თავდაპირველად გიორგი შენგელაიასთანშექმნა ოჯახი, ხოლო მეორეჯერ კოტე მახარაძეს გაჰყა ცოლად.



სოფიკო ჭიაურელის სახელი ქართველი ხალხისთვის დღემდე ასოცირდება ცეკვა „კინტოურის" უნიკალურ შესრულებასთან, რომელის ჩანაწერსაც თაობები დიდი სიყვარულით ინახავენ, როგორც კულტურულ ძეგლს.


როდესაც სოფიკო ჭიაურელის ცეკვაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ასევე არ გავიხსენოთ ლეგენდარული ქურთი სარეს ცეკვა  გოგი თოდაძის სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია".



მსახიობი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.


დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

 

 

qartuliazri

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031