16-08-2021
უკრაინელმა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მათი ოჯახის წევრებმა მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეკრეაციული თერაპიის კურსი გაიარეს. მათ ქართველ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან და აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. 2015 წლიდან დღემდე წეროვანში სარეაბილიტაციო კურსი 264 უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ და მათი ოჯახის წევრმა გაიარა.