გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: კოგნიტური დისონანსია, როცა იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ სააკაშვილი 500 კაციან ზონდერ ჯგუფს უშვებს საქართველოდან, მერე გამარჯვებას ულოცავს, იარაღით ასაჩუქრებს და ბრწყინვალების ორდენით აჯილდოვებს

17-08-2021

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაჯილდოების შესახებ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დროინდელ დოკუმენტებს აქვეყნებს.


„კოგნიტური დისონანსია, როცა:


1. 2010 წელს შენი დაქალის, იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ და ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შენთვის არასასურველი განვითარების ჩასაშლელად, 500 კაციან ზონდერ ჯგუფს რომ უშვებს სააკაშვილი საქართველოდან, მაგრამ ვიქტორ იანუკოვიჩი მაინც რომ ხდება პრეზიდენტად...


2. ...ერთ-ერთი პირველი ულოცავს მას ამ გამარჯვებას და პრეზიდენტის განკარგულებით, ასაჩუქრებს Merkel-ის სისტემის სანადირო იარაღით, რის შემდეგ...


3. ...იანუკოვიჩი აპატიმრებს შენს დაქალს, იულია ტიმოშენკოს და "ავადმყოფურ მდგომარეობამდე ალპობს მას ციხეში", რის გამო...


4. ...სააკაშვილი 2013 წლის 15 ოქტომბერს, პრეზიდენტის მორიგი განკარგულებით, აჯილდოვებს ვიქტორ იანუკოვიჩს საქართველოს "ბრწყინვალების ორდენით", რის შემდეგ გარბის ქვეყნიდან...


5. ...რომ თავის ზონდერებთან ერთად, კიევის მორიგ "მაიდანზე" დაამარცხოს "ბრწყინვალების ორდენის" კავალერი და უკვე ის გააქციოს თავისი ქვეყნიდან“ - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ის გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930