გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპსა და დუშეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

17-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟინვალის წყალსაცავში, მოქალაქე მოტორიანი ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას და 90- მეტრიანი სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით 2,5 კგ. ვიმბის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.


2 სამართალდარღვევა კი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია კასპის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას და 2,5 კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული.


უკანონოდ მოპოვებული თევზი, გასაბერი ნავები, აკუმულატორები და თევზჭერის უკანონო საშუალებები დაილუქა.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930