გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: ბათუმი იყო სამაგალითო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ასეთად დარჩება

17-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ბათუმზეა შეყვარებული - ყველას თავისი ისტორია, მოგონებები აქვს. მე ჩემი ისტორია მაქვს, რომელიც პატარაობიდან იწყება. ჩემს კლასელს, უახლოეს მეგობარს, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა, ყოველ ზაფხულს, ვსტუმრობდით მეგობრები და არამხოლოდ სტუმარი ვიყავი, მე გავხდი ერთ-ერთი მათგანი, აქაური. მყავს ძალიან დიდი სამეგობრო და ვამაყობ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოვდივარ, როცა ვიხსენებ მოგონებებს, რომელიც ბავშვობიდან იწყება. სითბო, რომელსაც ბათუმელები გაძლევენ, არ შეიძლება არ დააფასო, არ შეგიყვარდეს, განსაკუთრებულად არ დაგრჩეს გულში.


უნიკალურია ბათუმის მდებარეობა. ზღვის პირი, მთებით გარშემორტყმული, ულამაზესი ხედებით. რაც საშუალებას გაძლევს განსაკუთრებულად ისიამოვნო ამ სილამაზით, ხალხით, სერვისებით, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და გამოირჩევა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.


მე ძალიან ბევრი უცხოელი სტუმრისგან მომისმენია, რომ ეს არის ევროპული ქალაქი - ევროპული სტანდარტების და ეს არ ეტყობა მხოლოდ შენობებს, ეს არის პირველ რიგში ხალხი და ის ცხოვრების სტილი, რომელსაც ბათუმი საუკუნეების მანძილზე კარნახობდა მთელ საქართველოს, მთელს რეგიონს.
ჩვენ აქ ვხედავთ განვითარებულ ინფრასტრუქტურას, დიდ მოთხოვნას დამსვენებლების მხრიდან სასტუმროებზე. ყოველივე ეს დამტკიცდა კიდეც პანდემიის დროს, როგორც კი გაიხსნა ქვეყნები, ბათუმი აირჩიეს ტურისტებმა.


ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბათუმში, რომელზეც მე არ შევჩერდები, გამოვყოფ ორ პროექტს, რომელიც ჩემთვის მნიშნელოვანია და აუცილებლად უნდა ვახსენო.


ეს გახლავთ ბათუმის დრამატული თეატრი. მე მახსოვს როგორი იყო თეატრი და როგორი არის ის დღეს. დიდი მადლობა ამისთვის ფონდს „ქართუ", რომელმაც არა მარტო ბათუმში განახორციელა მსგავსი პროექტები. ოზურგეთშიც ვნახე ახალი და გარემონტებული თეატრი და ბათუმის თეატრი ნამდვილად გამორჩეულია. დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პრიორიტეტად აქვს აღებული ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.


მეორე პროექტი, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სპორტის დიდი გულშემატკივარია, ეს არის უეფას სტანდარტებით აშენებული, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ულამაზესი „დინამო ბათუმის" უნიკალური მოედანი, სადაც ახლახანს ვესწრებოდი თამაშს და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ბათუმის „დინამო" არამარტო ნამდვილად მაგარ ფორმაშია, არამედ შეგვიძლია ვისიამოვნოთ იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც დღეს გააჩნია ამ ქალაქს.


უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სხვა პროექტია დაგეგმილი - სპორტის სასახლე, რომელიც მალე დასრულდება, სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ტემპით მიმდინარეობს.


ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ბათუმს წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ სამაგალითოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. იგი არის ტიპიური ევროპული ყაიდის ქალაქი, რომელმაც უნდა იამაყოს იმ განვითარებით, რაც აქვს , თუმცა, მე ვიცი როგორი მომთხოვნნი არიან ბათუმელები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით.


მერის კანდიდატი, რომელიც ერთი წელია მერის მოვალეობას ასრულებს თავის გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ შეძლებს კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევას და ჩვენ ოთხი წლის მერე ვნახავთ რამდენი რამ შემატა „ქართული ოცნების" გუნდმა, ახალმა მერმა ბათუმს.


ბათუმი იყო სამაგალითო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ასეთად დარჩება თავისი წარმატებებით და მიღწევებით“ - განაცხადა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930