გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრეომომარაგება შეუწყდება

18-08-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის IV კვარტლის, 26 მაისის მოედნის, სააკაძის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის, რუსთაველის გამზირის, დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, პუშკინის, ვერცხლის, ნიშნიანიძის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას, მელიქიშვილის, კოსტავას, ხვიჩიას, გიორგი მიროტაძის, ოჟიოს, ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, იყალთოს, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, სპირიდონ ვირსალაძის, ახმეტელის, ბელიაშვილის, ქურდიანის, სლავა მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.


11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის და თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930