გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო 10 ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანს სწავლის დაფინანსებაში დაეხმარება

18-08-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა" გამარჯვებულები გამოავლინა.


ესენია:


კონკურსანტი N1 - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის საფასურის დაფინანსება;

კონკურსანტი N2 – მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრატურაში სწავლის მიზნით საცხოვრებელი ხარჯის ნაწილობრივი დაფინანსება. კონკურსანტს სწავლის საფასურს უფინანსებს სასწავლებელი;

კონკურსანტი N3 - მადრიდის დედოფალ სოფიას აკადემიაში სწავლის პერიოდში ცხოვრების ხარჯის ნაწილობრივი დაფინანსება. კონკურსანტს სწავლის საფასურს უფინანსებს სასწავლებელი;

კონკურსანტი N4 - მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში სწავლის მიზნით საცხოვრებელი ხარჯის ნაწილობრივი დაფინანსება;

კონკურსანტი N5 - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;

კონკურსანტი N6 - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;

კონკურსანტი N7 - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;

კონკურსანტი N8 - აშშ -Manhattan School of Music მეორე კურსის სასწავლო წლის ნაწილობრივი დაფინანსება;

კონკურსანტი N9 - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;

კონკურსანტი N10 - ესექსის უნივერსიტეტის მეორე კურსის სწავლის ღირებულების ნაწილობრივი დაფინანსება.


ზემოჩამოთვლილი ხარჯების დასაფინანსებლად სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა 100 000 ლარია.


კულტურის სამინისტრო ულოცავს გამარჯვებულ კონკურსანტებს და წარმატებულ და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.


შენიშვნა: კულტურის სამინისტრო ახალგაზრდებს უტოვებს თავისუფლებას, თავად გაამჟღავნონ ან არ გაამჟღავნონ პირადი მონაცემები, რომლებიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებზე გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031