გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

18-08-2021

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.


ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ეკონომიკის ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები.


ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვაქცინაციის პროცესისა და ამ კუთხით, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.


მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930