გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საწვავი 2-6 თეთრით გაძვირდა

22-05-2018

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ფასებმა ზოგიერთი ტიპის საწვავზე 2-6 თეთრით მოიმატა. 
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „სუპერი“ - 2.55 ლარი ღირს, მაშინ როცა 12 მაისის მდგომარეობით 2.50 ლარი ღირდა; „პრემიუმის“ ფასი - 2.42 ლარია, 12 მაისის მდგომარეობით კი 2.36 ლარი იყო; 5 თეთრით გაძვირდა და 2.30 ლარი გახდა 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი; „ევრო დიზელის“ ფასმა –2.37 ლარიდან 2.42 ლარამდე მოიმატა; ამასთან, 3 თეთრით გაძვირდა დიზელი და 

მისი ღირებულება დღეის მდგომარეობით, 2.30 ლარია.

8 მაისის შემდეგ ფასები შეცვლილია "გალფის" სადგურებზეც. კერძოდ, „სუპერის“ ტიპის საწვავის ფასი დღეს 2.55 ლარია, მაშინ როცა 8 მაისის მდგომარეობით, 2.49 ლარი ღირდა; 1 ლიტრი „G-Force პრემიუმი“ 6 თეთრით გაძვირდა და 2.37 ლარი ღირს; „G-Force ევრო რეგულარის“ ფასმა 2.25 ლარიდან 2.30-მდე მოიმატა; 1 ლიტრი „რეგულარის ფასი“ – 2.25 ლარია, მაშინ როცა 2.20 ლარი ღირდა; 6 თეთრით მოიმატა „ევრო დიზელის“ ფასმა და მისი ყიდვა – 2.45 ლარად არის შესაძლებელი; დიზელი კი 4 თეთრით გაძვირდა და დღეის მდგომარეობით, 2.39 ლარი ღირს. 

რაც შეეხება სხვა ავტოგასამართ სადგურებს, „ლუკოილის“ სადგურებზე „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.44 ლარია, „პრემიუმ ავანგარდი“ - 2.24 ლარი ღირს; „ევრო რეგულარის“ ფასი - 2.14; „ევრო დიზელის“ კი - 2.28 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ეკო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.59 ლარი ღირს, „ეკოპრემიუმის“ ღირებულება - 2.44, „ევრო რეგულარის“ ფასი კი - 2.35 ლარია; „ეკო დიზელი“ - 2.46; ხოლო „დიზელ ენერჯი“ - 2.35 ლარი ღირს.

„რომპეტროლის“ სადგურებზე კი „სუპერის“ ღირებულება 2.60 ლარია; „ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.43 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავის კი – 2.35 ლარია; ამასთან, „efix ევრო დიზელი“ დღეის მდგომარეობით, 2.37 ლარი; ხოლო 1 ლიტრი „ევრო დიზელი" - 2.35ლარი ღირს.

bpn

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930