გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

22-05-2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეროვნულ არქივში გამართულ ფოტოგამოფენაზე „აქ ერთად  ვართ...“ უმასპინძლეს.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეპოქის ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

 

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930