გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნების" გურჯაანის მერობის კანდიდატმა კოვიდ პაციენტები მოინახულა

19-08-2021

გურჯაანის მერობის კანდიდატმა პაციენტები მოინახულა და დაინტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს მათი მკურნალობა. მმართველი პარტიის კანდიდატი გაეცნო ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესსაც.


ვიზიტისას, მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.


„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ მკაცრად უნდა გავმიჯნოთ: კოვიდი კლავს - ვაქცინა გადაარჩენს! ამ დევიზით უნდა ვიყოთ თითოეული მოსახლე და უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა", - განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.


ზურაბ უტიაშვილის განცხადებით მისთვის, როგორც პროფესიით ექიმისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს როგორ მიმდინარეობს კოვიდ პანდემიის მართვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.


„გურჯაანის მრავალპროფილიან კლინიკაში მოვინახულე პაციენტები. ვიყავი, როგორც არაკოვიდ განყოფილებაში და ინტენსიურში, რეანიმაციაში, ასევე კოვიდ განყოფილების ინტენსიურში და პალატებში. გავესაუბრე პაციენტებს და ვნახე მათი მდგომარეობა. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად მიმდინარეობს კოვიდ პაციენტების მკურნალობის სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მიერ დამტკიცებულ გაიდლაინს მიჰყვება. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.


ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს წევრია და საქართველოში COVID-19 პანდემიის მართვაში აქტიურად არის ჩართული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930