20-08-2021
პოსკრიზისულ პერიოდში, უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, არც საქართველოა ამ ტენდენციებიდან გამონაკლისი. ახლა ოპოზიცია, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაქსიმალურად ცდილობს უმუშევრობის თემის გაბუქვას, არადა 2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება გასული კრიზისული წლის მეორე კვარტალში დაწესებულ ლოქდაუნს. კერძოდ, ის პირები ვინც შარშან დაკარგეს სამსახური, სტატისტიკურად უმუშევართა სტატისტიკაში მომდევნო პერიოდში აისახნენ, რაც დიდწილად ხსნის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდას - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპრეტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, კერძოდ ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, ადგილობრივი ექსპირტის სარეკორდო ზრდასთან ერთად, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში.
ნიშანდობლივია, რომ წლის დასაწყისიდან პირველ 7 თვეში, იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ადგილობრივი ექსპორტი 30.7 პროცენტით გაიზარდა, ამასთან ადგილობრივი ექსპორტის, როგორც წარმოების ზრდა, მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით პოსკრიზისულ პერიოდში სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიმართულებით და დიდწილად ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების შედეგია.
შესაბამისად, ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა. კერძოდ, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აღარ ეძებდა სამსახურს, კვლავ დაიწყო სამუშაოს ძიება.
ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც პირველ 7 თვეში, საშუალო წლიური 15 პროცენტიანი ზრდის, რაც ევროპაში სულაც ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია და რეცესიიდან გამოსვლა, მომდევნო თვეებში პოზიტიურად აისახება დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებაზეც.
ოპოზიციის დილემაც ეგ არის, კოვიდ პანდემიაზე სპეკულირებით და კოვიდის მსხვერპლებზე გადაბიჯებით, რაც არცერთი ქვეყნის ოპოზიციას, მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკისა, არ უკადრია ხელისუფლებაში დაბრუნების ინსტრუმენტად გამოიყენოს!" - წერს ცუცქირიძე.