გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დენის შმიგალი: ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში

22-08-2021

ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში-ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და უკრაინას ყველა წინაპირობა აქვს საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის.

"საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ჩვენ განვიხილეთ ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა პრივატიზაციის პროცესში ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარებაში და ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მე ძალიან ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების გამიზნულ სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის წარმატებაში",- განაცხადა დენის შმიგალმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930