გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით უკრაინასთან ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს

22-08-2021

თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით უკრაინასთან ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველი და უკრაინელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ, რაც ძალიან სასიხარულოა.

"ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც. ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინელებთან ერთად. ასევე, უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში, არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31