გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

23-08-2021

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების შედეგები დაწყებითი საფეხურის საგნებში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში უკვე გამოქვეყნდა.


შედეგების სანახავად აპლიკანტები უნდა ეწვიონ ვებგვერდებს: www.naec.ge და online.naec.ge. პირად სარეგისტრაციო გვერდზე მას საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა აქვს.


შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.


სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღება კი პირველადი შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.


2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31