გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით შერაზადიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს

23-08-2021

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, დავით შერაზადიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხიდისყურის, მუხრანას, ჭაპალას, ბალახაურის და მწყნეთის მოსახლეობას შეხვდა.


მერობის კანდიდატმა ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.


„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა, მაგალითად, მოეწყო გარე განათება, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლების ნაწილს, გამოწვევები კვლავ არსებობს და ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობის წინაშე დღეს არსებული საჭიროებები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგიდან მოიხსნას“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31