24-08-2021
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვიმა ქალაქ ბოლნისში ანდრეევკას, ვანელებისა და გეოლოგების დასახლებაში მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი მირიანაშვილი წარუდგინა და მასთან ერთად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
„ბოლნისი ჩემთვის ის ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამდენად, მიყვარს და მახარებს ყველა ის სასიკეთო საქმე, რაც მოსახლეობასთან და ჩვენს გუნდთან ერთად განვახორციელეთ.
ჩემთვის ცნობილია არსებული პრობლემები. ისიც ვიცი, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ამ პრობლემების გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას“ -განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.