24-08-2021
კასპის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. სოფელ ქვემო ჭალაში მოსახლეობის მოთხოვნით დღეს, მეორედ ჩატარდა ვაქცინაციის პროცესი.
მოსახლეობის იმუნიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მობილურმა ბრიგადამ სოფლის ამბულატორიაში განახორციელა.
ადგილობრივი მოსახლეობა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით აიცრა.
სოფელში ვაქცინა უკვე 137 მოქალაქემ გაიკეთა.
დღეის მდგომარეობით მობილური ბრიგადების მიერ მუნიციპალიტეტში 382 მოქლაქეა აცრილი.
კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წინა დღეებთან განსხვავებით მობილობა გაზრდილია და მოსახლეობა აქტიურადაა პროცესში ჩართული.
იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.
კასპის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (გორი) მედიკოსთა მობილური ჯგუფი ახორციელებს.
აცრა ნებაყოფლობითია.