გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

23-05-2018

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ საგარეჯოში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.მ.-მ მეუღლის - თ.ტ.-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ლ.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031