გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე სხვას“- დეპუტატების სამაჟორიტარო ბიუროში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

23-05-2018

თბილისის საკრებულოს წევრის ლევან დავითაშვილისა და პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, უანგარო დონორთა აქცია, "გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე სხვას" ჩატარდა. აქცია დეპუტატების სამაჟორიტარო ბიუროში გაიმართა, სადაც ბიუროს თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ უანგაროდ გაიღეს სისხლი, რათა გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე. აქცია მიზნად ისახავს იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დონაციის აქციის ჩატარება უზრუნველყო საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა სისხლის ბანკმა, რომელიც 2007 წელს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდა სახელწოდებით "გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე სხვას." საქველმოქმედო აქციის მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია. სისხლი მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს. სხვადასხვა ჯგუფის სისხლი სამაჟორიტარო ბიუროს თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უანგაროდ გაიღეს. გაღებული სისხლით იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშებს დაეხმარებიან. მსგავსი აქციების ჩატარება მომავალშიც იგეგმება"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

როგორც მედიკოსებმა აღნიშნეს, სისხლის ჩაბარება ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოდ. დეპუტატების განცხადებით, საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრება მნიშვნელოვანია და მსგავსი აქციები პერმანენტულ ხასიათს უნდა იღებდეს. 

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930