გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე კოსტავას I შესახვევისა და როდენის ქუჩის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო

25-08-2021

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრა კოსტავას შესახვევისა და როდენის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინიციატივებს პირადად გაეცნო. შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანიც ესწრებოდნენ.

 

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. გავიცანი კოსტავას შესახვევში და როდენის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები და მათთან ერთად განვიხილე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან.

 

იმედი მაქვს, ჩვენ, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ერთობლივი ძალებითა და შრომით ყველა გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ", –  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში და აღნიშნა, რომ ქუჩების რეაბილიტაციისა და მოწყობის კუთხით მოსახლეობის მხრიდან არაერთი საინტერესო მოსაზრება და ინიციატივა გაჟღერდა.

 

შეხვედრის ფარგლებში ზურაბ აბაშიძემ ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის როდენის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.  როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს არსებული კულტურული ძეგლების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა წარმოადგენს. ამ მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელთა ფარგლებშიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მუზეუმი და კულტურული ძეგლი რეაბილიტირდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031