გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, რაც ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგის საერთაშორისო აღიარებაა

26-08-2021

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.

ამავე მონაცემებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის წამყვან პოზიციებზეა.
ფრენების აღდგენის მონაცემებით, საქართველო უსწრებს ისეთ მსხვილ ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ა.შ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებაა.

„საამაყოა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით, ჩვენ გადავუსწარით ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორებიც არიან ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა. გლობალური კოვიდპანდემიის პერიოდში ასეთი შეფასება ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და სამუშაოების შედეგია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად გასწია", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ სამუშაოების შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე კოვიდპანდემიის მიუხედავად, წელს ბევრი ავიაკომპანია დაბრუნდა და განაახლა ავიარეისები.

„ევროკონტროლის ასეთი შეფასება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ტემპი გვაძლევს რეალურ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც პარტნიორი საერთშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930