27-08-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაინების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძის, აბუსერიძე-ტბელის, გობრონიძის, ფირცხალავას, ავალიშვილის, ნეკრისის, ტაძრის, ალავერდის, გრემის, ვარდისუბნის, რაჭის, სამეგრელოს, შორაპნის, ხვანჭკარის, დაისის, მუხის, გომბორის, ნაკადულის, რიონის, სამთავრობოს, ქერჩის, განთიადის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.