გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუახევის მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

28-08-2021

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


მერობის კანდიდატმა შეხვედრა წყალსაყრის თემთან, ხაბელაშვილების, ჟანივრის, ინწკირვეთისა და ნაღვარევის მოსახლეობასთან გამართა.


მოსახლეობასთან შეხვედრაზე, კანდიდატმა ისაუბრა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და იმ საკითხების მოგვარებას, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს.


„აღნიშნულ სოფლებში რჩება რიგი გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ.


მოსახლეობასთან შეხვედრებით, მათი ჩართულობითა და თანადგომით შევძლებ, ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვავითარო და ბევრი სასიკეთო პროექტი განვახორციელო ჩემს გუნდთან ერთად", - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ომარ ტაკიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031