გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფირუზ იორამაშვილი, რომელსაც სეტყვამ ვენახი დაუზიანა, ოპერატიული რეაგირებისა და თანადგომისთვის ხელისუფლებას მადლობას უხდის

28-08-2021

26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი ფირუზ იორამაშვილის განცხადებით, მას სეტყვის მოსვლიდან მეორე დღესვე მიეცა შესაძლებლობა, რომ კუთვნილი დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ყურძენი შპს „მოსავლის მართვის კომპანიას" ჩააბაროს. სოფელ გავაზში ვენახების დაზიანების ხარისხი 70-90%-ის ფარგლებშია.

„ხელისუფლების წარმომადგენლები იმ დღესვე მოვიდნენ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას - რაც შეუძლიათ მაქსიმალურად გვეხმარებიან. დასეტყვილი მოსავლის იმავე დღეს ჩაბარების შესაძლებლობა მომეცა და თან დასეტყვილ რქაწითელში 80 თეთრს გვიხდიან. ნამდვილად არ  ველოდი ამხელა ყურადღებას, დიდი მადლობა ხელისუფლებას მთელი სოფლისგან" - აღნიშნა მევენეხემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული  ირაკლი შიოშვილი დღეს პირადად შეხვდნენ სოფელ გავაზში ფირუზ იორამაშვილს და ყველა იმ ღონისძიებების შესახებ აცნობეს, რასაც მთავრობა სეტყვით დაზარალებული მევენახეებისთვის განახორციელებს: მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღეებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ:  1 კგ რქაწითელს  0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ამასთანავე, ფერმერებს, რომლებსაც სტიქიამ სრულად გაუნადგურა ხეხილის ბაღები, სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში, ბაღების აღდგენა სრულად დაუფინანსდებათ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930