გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბელარუსთან შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული

31-08-2021

ესეც არის მორიგი კლასიკური მაგალითი, როგორ იქმნება ფეიკნიუსი, ყალბი ნიუსი და როგორ აბრუნებენ ერთის მხრივ პრიმიტიულ მოცემულობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული.


„ძალიან მარტივად გეტყვით და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩვენი უცხოელი მეგობრების გასაგონად, 2016 წელს, ანუ მაშინ, როცა ბელორუსთან დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ძალიან ნორმალური, კარგი ურთიერთობა და იყვნენ სრულ კოორდინაციაში და ბელარუსიც მიისწრაფოდა დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმისკენ, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ კიდევაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტებაც გააკეთა, რომ არაერთ ქვეყანას დასავლეთ ევროპაში გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან. 2016 წელს და ეს საჯარო ინფორმაციაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა ანალოგიური შინაარსის შეთანხმება ბელარუსის შესაბამის სამსახურთან. მაშინაც, მას შემდეგაც, 5 წელი გავიდა, ეს საერთოდ არავის გახსენებია. უბრალოდ, როგორც ჩანს, 1 თვის წინ, ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გაშავება. იმიტომ, რომ ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და დასავლეთში გაშვება, თითქოს რაღაც არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე. მეორეს მხრივ მინდა განვმარტო, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ა.შ და ხაზგასმით ვიმეორებ, არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს შეთანხმება და არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930