1-09-2021
გამოქვეყნდა ტესტირების შედეგები მათემატიკაში (I-VI), ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI), ბუნებისმეტყველებაში (I-VI), ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებსა და უცხოურ ენებში.
ამით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა 2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში მონაწილეების პირველადი შედეგების გამოცხადება.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება პირველი სექტემბრის 10:00 საათიდან და 3 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. შესაძლებელია გასაჩივრდეს როგორც კონკრეტული დავალების, ასევე მთლიანი ტესტის შეფასება.
2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
ტესტირების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებითი სესიები.