გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვასილ გველესიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა

1-09-2021

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა.


მერობის კანდიდატმა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.


“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას ვესტუმრე.


ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ამ სოფელში ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა ზოვრეთი-საზანოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი. ამჟამად, ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას წყალმომარაგება წარმოადგენს.


მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს და დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ პროექტებს, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. არის გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი გუნდისა და თანამოქალაქეების თანადგომით”- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031