გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისი კვლავ კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ყალიბდება

1-09-2021

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მამუკა რიჟამაძესთან ერთად ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამომრჩევლებს ქუთაისის თანაბარი განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო: ინფრასტრუქტურის სრულყოფა, სკვერების, რეკრეაციული ზონების, სპორტული მოედნების მშენებლობა და მოწყობა, საქალაქო ტრანსპორტის ტარიფის შენარჩუნება და განახევრებული ტარიფები სოციალურად დაუცველი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების, სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის. იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით გასულ წელს სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსი დაუფინანსდათ. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის დაფინანსება მიმდინარე წელსაც განხორციელდება.


„ჩემთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს განათლების მიმართულება წარმოადგენს. მჯერა, რომ ქუთაისს რეალურად დავუბრუნებთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან სტატუსს და ფუნქციას, რომელიც ამ ქალაქის ისტორიის მთავარი ნიშაა. მითუმეტეს დღეს, როცა კიდევ ერთი უნივერსიტეტი საერთაშორისო სახელით, ჩვენი წარმატების ნაწილია. ჩვენი გუნდის ძალისხმევით და თქვენი მხარდაჭერით ქუთაისი კვლავაც კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ყალიბდება. განათლებაზე კი ყველა სხვა სფეროს თუ დარგის წარმატებაა დამოკიდებული "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


მერობის კანიდატის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც წელს უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება.


„ეს ნიშნავს ამ ქალაქისთვის საბაზისო ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგებას და ამის შემდეგ, მასშტაბური პროექტების განხორციელების რეალურ პერსპექტივას, რომლის საბოლოო მიზანიც, ქუთაისის თანაბარი განვითრებაა, "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კანდიდატებმა მუნიციპალიტეტის ახალი შენობა მოინახულეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930