გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ", ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ და სასამართლო რეფორმა გაგრძელდება

1-09-2021

მთავრობამ აიღო სესხი 150 მილიონი ევროს ოდენობით, 2020 წელს, ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი, როგორც მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაში უკვე არაერთი რეფორმა განახორციელა და ეს პროცესი გაგრძელდება.


„მინდა, ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და ყველას კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ". ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ - სასამართლო რეფორმის 4 ტალღა, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ეს ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და მაღალრეიტინგული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. ასე, რომ ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმა გაგრძელდება. იქ საუბარი იყო გარკვეულ ვადებზე. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, იქ გარკვეული ვადებიც იყო გაწერილი, 2022 წლის მაისიც ეწერათ, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, რადგან მეორე მთავარმა მხარემ „ნაცმოძრაობამ" არ მოაწერა ხელი, მათ რომ მოეწერათ ხელი, ჩვენ დავრჩებოდით ხელშეკრულებაში, ამის მიუხედავად, ჩვენ ვართ ერთგულნი ყველა იმ რეფორმის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ყველა ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930