2-09-2021
„თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს დგახართ აქ - პარტია საქართველოსთვის რიგებში, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია პირველ რიგში ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ვემსახუროთ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც თავის მხრივ უნდა ზრუნავდეს და ემსახურებოდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს." - მიმართა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის" მიერ მუნიციპალიტეტების წარდგენილ მერობისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატებს.
„გამარჯვებას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აქვს ფასი როდესაც ის ღირსეულად არის მოპოვებული. მინდა გითხრათ, რომ დღეს აქედან იწყება ცვლილებები! ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები - ეს არის ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ თქვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვთქვათ, რომ ყველა, ვინც გადაეღობება საქართველოს წინსვლას, ყველა, ვინც ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას, საქართველოს წარმატებული, ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს შექმნას - ყველა უნდა გავწიოთ გვერდზე, ყველას უნდა მოვთხოვოთ პასუხი და თუ საჭირო იქნა, ყველა უნდა დავსაჯოთ იმისთვის, რომ სამართლიანობის შეგრძნება გაჩნდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეში! ''- განაცხადა გიორგი გახარიამ კანდიდატების წარდგენაზე.
,,ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლიანი დემოკრატიული წესრიგი ერთადერთი გარემოა, რომელშიც შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ ქვეყნის წინსვლისთვის, ოჯახების წინსვლისთვის და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის - იმ მომავლისთვის, რომელსაც ფასეულობებზე, პრინციპებზე დაყრდნობით ვაშენებთ ჩვენი შვილებისთვის და წარმატებული ქართული სახელმწიფოსთვის.'' - განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის" თავმჯდომარემ.