გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2 ოქტომბერს კახი კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის

2-09-2021

გახარიასთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე ჩემი შეფასება და ვთქვი ძალიან ღიად და გულწრფელად ის, რასაც ვფიქრობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს კახი კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს, მადლიერებას და უმადურობას შორის. ეს არის ჩემი სათქმელი", - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვას, გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი თანხაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე კომენტარები უკვე გაკეთდა.

„მე წამოსული ვარ, კამპანიაში ვარ ჩართული, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს. ამის თაობაზე თქვენ მოისმინეთ, განცხადებები გააკეთა კახიმაც, პარტიის ხელმძღვანელობამ და მგონი, მოსახლეობას კითხვა აღარ დარჩება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31