გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ივანაშვილი: იყო საჩხერის მერი, დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა

2-09-2021

,,იყო საჩხერის მერი,  დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' საჩხერის მერობის კანდიდატმა ლევან ივანაშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატის განცხადებით, საჩხერეში ბევრი რამ გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რამაც საჩხერეს სხვა შესაძლებლობები გაუჩინა.

„სწორედ ამ სიკეთეებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში გააკეთა, მოგვცა სხვა შესაძლებლობები, რომ  ფართო ასპარეზზე გავსულიყავით ჩვენს გუნდთან ერთად. შევძელით მიგვეღწია იმ შედეგისთვის,  რომ ყველა სოფელში ყოფილიყო მობეტონებული და მოასფალტებული ცენტრალური გზა.  ყველა სოფელში დავიწყეთ წყალმომარაგების მოწესრიგება, ზოგიერთ სოფელში  სამუშაოები ახლაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  ორი დიდი სოფლის მოსახლეობას ამ მიმართულებით მალე გავახარებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი გამოცდილება ,,ქართულ ოცნების'' გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან, ვისაც საჩხერეში უმუშავია, ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საჩხერეს.

მეც, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში დავიბადე და გავიზარდე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ მხარეში და მოღვაწეობა გავაგრძელე  სოფელი ჭორვილისა და  საირხის საჯარო სკოლებში. თუმცა, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა და მას  მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს ფაქტი გავაპროტესტე და ერთი წელი იძულებით დასვენება მომიწია. 2014 წლიდან გახლდით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ამჟამად მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ვარ. თითქმის ყველა არჩევნებზე საჩხერეში „ქართული ოცნების"  შტაბის უფროსი ვიყავი. ამიტომ,  ჩემს გუნდთან ერთად, ნამდვილად ვიცი, რა პრობლემებია საჩხერეში. „ქართული ოცნების" გუნდს, ნამდვილად შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა. პარტია, რომელიც ჩვენი რაიონის ღირსეულმა წარმომადგენელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, კიდევ ერთხელ გვასახელებს  2 ოქტომბერს არჩევნებში. აკაკის, პაოლოს, მუხრანის, ჯურხა ნადირაძისა და ლაშა ტალახაძის სამშობლოში,  არ შეიძლება ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არ იყოს განათლება, კულტურა და სპორტი. იმედია, პანდემია მალე დასრულდება  და ეს დარბაზი მალე აღიდგენს იმ ფუნქციას, რა ფუნქციაც აკისრია.

მინდა „ქართული ოცნების"  მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები წარმოგიდგინოთ: გივი კუჭაშვილი, მარინა წერეთელი, იოსებ-ბადრი გოგიტაძე, იაგო ბერიძე, ტარიელ ხვედელიძე, მამუკა ბედიანიძე, კობა ხვედელიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, დავით მაჭარაშვილი, გაიოზ-გიზო დავაძე, ანტონ კერესელიძე" - განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930