გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევში ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა

3-09-2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ირაკლი ხელაძე პარლამენტის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ზღვისუბნის III მიკრორაიონის V კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

კანდიდატმა ადგილობრივებს კერძო საკუთრებაში არსებული საპარკე ტერიტორიის გამოსყიდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და 3 000-მდე კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობას დაპირდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტის შესახებ ვესაუბრე ზღვისუბნელებს. დასრულდა ადგილმონაცველობის პროცესი ამ საპარკე ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და კერძო საკუთრებაში იყო. ადგილობრივები ამ პროცესის დასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. მოსახლეობას დავპირდით, რომ აქ რეკრეაციული სივრცის გარდა სხვა არაფერი აშენდებოდა და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება. რაც მთავარია, პირველი და ყველაზე რთული ეტაპი, რაც კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს ეხებოდა, უკვე წარმატებით დავასრულეთ და სამომავლოდ, აქ ძალიან კარგი სკვერი მოეწყობა", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930