გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა გოგიაშვილი: დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა

3-09-2021

ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახისთვის მთავრი გამოწვევა პირობების გაუმჯობესებაა, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა" - განაცხადა „ქართული ოცნების თერჯოლის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიაშვილმა წარდგენაზე.


მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის.


„ამაყი ვარ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" ხელმეორედ, ჩემზე გააკეთა არჩევანი და მომცა საშუალება, ვიყო თერჯოლის არჩეული მერი. თერჯოლა ჩემთვის სახლია, აქ არიან ჩემი მეგობრები, სანათესაო და საყვარელი ადამიანები. მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდია, ფეხდაფეხ დავდივართ ყველა სოფელში, ყველა უბანში და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი წინსვლა ჩვენს რაიონში არ ყოფილა. 2012 წლის შემდეგ რაც ჩვენს რაიონში გაკეთდა, არის ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულება. თერჯოლის ყველა სოფელში მოწესრიგებულია გაზიფიცირება. ცენტრალური გზები უკვე ყველა სოფელში გაკეთებულია. ჩემს მშობლიურ თერჯოლაში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. კარგად ვიცით, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ბევრი გამოწვევის წინაშეა, თუმცა მჯერა ამ გამოწვევებს და ამ პრობლემებს ერთად გავართმევთ თავს. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით რა ესაჭიროება ჩვენს თერჯოლელებს. ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახისთვის მთავრი გამოწვევა პირობების საგრძნობლად გაუმჯობესებაა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვერდით დგომა. ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა.


მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ელისო მურადაშვილი, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი ქასრაშვილი, კახაბერ წივწივაძე, გოჩა ვერულაშვილი, ჯემალ ისაკაძე, შალვა ჭანკვეტაძე, ბადრი ბუცხრიკიძე, დავით გოგბერაშვილი, მანუჩარ ფანჩულიძე" - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930