გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას"

3-09-2021

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი მოსახლეობასთან არ შეიძლება.


„თქვენი, ჟურნალისტის ვალდებულებაა, სიმართლე უთხრათ ხალხს და მე თუ ტყუილს ვამბობ, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ტყუილს ამბობს პრემიერი.


განზოგადებული საუბარი, რომ „ქართუ ბანკიდან" აგრძელებს გადმორიცხვებით, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და თვეების წინ დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ დაფინანსებასაც წყვეტს „ქართული ოცნებისთვის". ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შეგიძლიათ აიღოთ სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930