4-09-2021
ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ ისაუბრა. გახარიას თქმით, ქვეყანაში უიმედობისა და უსამართლობის განცდაა და ადამიანებს არაპროგნოზირებადი გარემო აწუხებთ.
„2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ამომრჩეველი მოუგებს. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამომრჩეველს რამე ფეტიშები ახასიათებს? არა... ერთხელ გაძლევს შესაძლებლობას, მეორედ, მესამედ და შემდეგ ისე გიპასუხებს, როგორც თვითონ ჩათვლის სამართლიანად და ამას ის ბიჭებიც გრძნობენ, მე რომ ბოსებს ვეძახი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.