4-09-2021
"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა მცხეთისა და კეკელიძის ქუჩის მცხოვრებლებთან გაიმართა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის თხოვნები მოისმინა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.
"ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან, ვისმენთ მათ თხოვნებს და ვაცნობთ სამომავლო გეგმებს. მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული თავიანთი უბნის პრიორიტეტების განსაზღვრაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ესა თუ ის ქუჩა. ჩვენ გვაქვს ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სწორი ხედვა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყველა გამოწვევას ეტაპობრივად ვუპასუხებთ"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.