4-09-2021
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ტელეკომპანიის მიმართ მადლიერება გამოხატა და თქვა, რომ მათი დამსახურებაა, Facebook-ის ამარა რომ არ არის დარჩენილი.
„დღეს სახელმწიფოს ჩვენს წინააღმდეგ არჩეული აქვს შემდეგი სტრატეგია: იზოლაცია ფინანსებიდან, ეს არის ბიზნესზე მუშაობა; იზოლაცია ადამიანებიდან, უბრალოდ აშინებენ, ოჯახის წევრებს ემუქრებიან - არ მიხვიდეთ, არ გაწევრიანდეთ, კანდიდატები არ გახდეთ; და იზოლაცია მედიიდან, ახლა თქვენ მეხმარებით, რომ მედია იზოლაცია გავარღვიოთ, მაგრამ მათ მიერ კონტროლირებადი ძირითადი მედიასაშუალებები ჩვენთვის დაკეტილია. გვაიგნორებენ და თქვენ რომ არ იყოთ, ფაქტობრივად, დავრჩებოდით დიჯიტალის და Facebook-ის იმედად“, - განაცხადა გახარიამ.