გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

4-09-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს  შენობაში ადგილობრივად დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში მოხდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

მეხანძრე-მაშველების გადმოცემით ხანძარი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე.
ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031