გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პარტიული ტელევიზიები აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას - საქმე ეხება 2011 წლამდე ჩანაწერებს, ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ვანო მერაბიშვილის აგენტი, რომელიც შეგზავნილი იყო „ქართუში“

4-09-2021

პარტიულმა ტელევიზიებმა გახსნეს სეზონი, მათ შორის „ტვ პირველმა“ და ეს სეზონი გახსნეს პოლიტიკიდან გასულ ყოფილ თავმჯდომარეზე „შეტევით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.


„როგორც ჩანს აქვთ განზრახვა, რომ როდესაც შეუტევენ ყოფილ თავმჯდომარეს, ამით „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას მოახდენენ. ანონსი ვნახე, აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას და სინამდვილეში აქ საქმე ეხება მაქსიმუმ 2011 წლამდე ჩანაწერებს, რადგან ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ეს არის ის ადამიანი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა პირველი წერილში მან გაშიფრა გიგა ჩრდილელი როგორც ვანო მერაბიშვილის აგენტი, ის იყო შეგზავნილი „ქართუში“ და ასეთი ადამიანის აუდიო ჩანაწერები აქვთ ახლა გამოტანილი. ამაში რომ იყოს რამე მაკომპრომეტირებელი, 2011-12 წლებში პირველ რიგში გამოიყენებდნენ, 10 წელი ამას არ შეინახავდნენ. აქედან ჩანს, რომ აბსოლუტურად უსუსურია მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ განახორციელონ დისკრედიტაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930